შემოქმედებითობითა და ბავშვური ფანტაზიით სავსე დღე „პრომეთეში“ ✍️✨
თხზულებების ფესტივალი უკვე ლამაზ ტრადიციად იქცა ჩვენს სკოლაში. დაწყებითი საფეხურის კათედრის ორგანიზებით, II–III კლასებს შორის კიდევ ერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა🩵
დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წერითი მეტყველების განვითარებას. მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ თხზულებებზე - მოცემული სათაურებისა და ილუსტრაციების მიხედვით ქმნიან საინტერესო, სახალისო და შემოქმედებით ამბებს, სადაც მათი ფანტაზია და ინდივიდუალური ხედვა ნათლად იკვეთება💚